saxaliso molecula :)


ai ras vuzamt chven planetas.

როგორ გავალამაზოთ ბლოგი


პირველ რიგში შევდივართ  თემები   - ამ საიტზე.  ვირჩევთ სასურველ თემას და ვიწერთ. შემდეგ ამოვაარქივებთ  .XML ფაილს. შევდივართ  Layout>Edit HTMl> Choose..> ვირჩევთ .XML ფაილს რომელიც ამოვაარქივეთ და შემდეგ ვტვირთავთ ( Upload ). შევდვივართ ჩვენს ბლოგზე და ვტკბებით დიზაინით. 

Skateboarding


სკეიტი შედგება ნაწილებისგან- დეკა (დაფა); ბორბლები; ბეარინგები (ანუ ”პაჩებნიკი” ქართულად როგორაა არ ვიცი); თრუქსი (ღერძი სადაც ბორბლები მაგრდება); შკურკა (რათა ფეხი არ გასრიალდეს)

სკეიტი არა მარტო სასრიალოდაა, არამედ ტრიუკების გასაკეთებლად, მაგალითად ახტომა (Ollie); 360 გრადუსით შემოტრიალება სკეიტის, სახელურებზე ჩამოსრიალება (boardslide)  და ა.შ. 

სკეიტზე რომ კარგად იდგე საჭიროა Skateshoes ( სკეიტის ბოტასი). skateshoes-ებს აქვთ ფირმები. ზოგი კაია ზოგი არა. ასევე სკეიტებსაც აქვს ფირმები. სკეიტით ტრიუკების გასაკეთებლად მთავარია ფეხები. 

საქართველოში არაა განვითარებული ეს ექსტრემალური სპორტი, ამიტომ 50-მდე სკეიტერია. აქედან 37ამდეს შეუძლია ტრიუკების გაკეთება (მათ შორის მეც ვარ :P).


ატომი და ატომური აფეთქება


ატომი- სუბმიკროსკოპული სტრუქტურა, ელემენტის უმცირესი ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს მისი ყველა ქიმიურ თვისებებს. იგი ქიმიურ ნაერთთა ძირითადი სტრუქტურული ერთეულია. ყველა ნივთიერება ატომებისაგან შედგება. დღეისათვის ცნობილია ასზე მეტი ელემენტი, რომელთა უმრავლესობას ბუნებაშიც ვხვდებით.

ატომი ქიმიურად განუყოფელი ერთეულია (ანუ ქიმიურ რეაქციებში არ ხდება ატომთა გარდაქმნა).